05:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 20:18:50, 1876 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ სიტუაციას კიდევ ერთხელ გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.

კახა კალაძე გაბრიელ სალოსის გამზირიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ 22 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით არის უზრუნველყოფილი.

„ეს ის ოჯახებია, რომლებმაც მოგვმართეს და შესაბამისად, ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნენ. როგორც კი კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს დაამთავრებენ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, შენობაში მერიის ლაბორატორია შევა და გავიგებთ, რამდენად შეესაბამება არსებული კორპუსი აღდგენით სამუშაოებს. თუ დადებითი დასკვნა გვექნება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაშინვე დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თბილისის მერიას თხოვნით მიმართეს, რომ საკუთარი ოჯახებიდან პირადი ნივთები გამოეტანათ.

„მადლობა მინდა გადავუხადო შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, რომ ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარ ოჯახებში ასულიყვნენ და ნივთები გამოეტანათ. ამ დროისთვის აღნიშნული ღონისძიება დასრულდა და ეს ადამიანები ისევ დროებით საცხოვრებელ ფართებში მოთავსდებიან. როგორც კი აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ, აღნიშნულ კორპუსს ყველანაირად მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაც რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება აქვს, შეუძლია მიმართოს ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics