2017-11-25 19:40:58, 2105 ნახვა
სამართალი
ქობულეთში, სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავეს
ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირის დაკავება სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით მოხდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ,