05:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 18:44:34, 1986 ნახვა

საზოგადოება
„ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.

საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში" დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.  გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაეშვება სახელმწიფო დროშები“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარ ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics