|
2017-11-25 17:20:14, 1799 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ხანძრის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს დაშავებულების მონახულების შემდეგ განუცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. "დაშავებულების მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია. რაც შეეხება მათი მკურნალობის ხარჯებს ეს არის გადაუდებელი შემთხვევა, რომელსაც 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვა მართავს, ასე რომ ამ მხრივ მათ არანაირი შეფერხება არ შეექმნებათ. თითქმის ყველა შემთხვევაში იყო კვამლით ინტოქსიკაცია. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის თავისი სქემა არსებობს, რომელიც სწორედ იქნა ჩატარებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა დაშავებულ უცხოელებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სახელმწიფო დახმარებას მათაც გაუწევს. "რაც შეეხება უცხოელებს, რა თქმა უნდა დახმარების გარეშე არ დავტოვებთ. მათ დიდ ნაწილს სამოგზაურო დაზღვევა აქვს, ვისაც არ აქვს ვეცდებით რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში, რომ დავეხმაროთ", - დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, 22 დაშავებულიდან საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ ერთი ადამიანი გადის. დანარჩენი პაციენტები ბინაზე არიან გაწერილები, ხოლო ერთ პაციენტს სამედიცინო დაწესებულებიდან დღის ბოლომდე გაწერენ. შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)