14:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 19:30:26, 2261 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ტერეზა მეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას და აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი.

შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა ლონდონში ახლახან გამართული "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი", რომლის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე; ასევე - ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

მთავრობის მეთაურმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ტერეზა მეი შეხვედრაზე ასევე გამოეხმაურა თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი სპეცრაზმელის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics