2017-11-24 15:37:39, 2799 ნახვა
სამართალი
ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს, ს.დ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, დაკავებულის ადვოკატის იმედა ქარქაშაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ავტორი: ,