|
2017-11-24 14:26:18, 1460 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ქორწინების შესახებ ჩანაწერი ვერავითარ შემთხვევაში დისკრიმინაციის საფუძველი ვერ გახდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციის დონეზე დაზუსტება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, კონსტიტუციის 30-ე მუხლის ახალ რედაქციაში აღნიშნულია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. კობახიძის მტკიცებით, ეს ჩანაწერი დისკრიმინაციის საფუძველი ვერ გახდება, რადგან დისკრიმინაციას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონი კრძალავს: „30-ე მუხლი ეხება ქორწინების უფლებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს. იყო ძალიან ფართო დისკუსია საზოგადოებაში და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეზუსტებინა ქორწინების დეფინიცია. კერძოდ, ახალ რედაქციაში აღნიშნულია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. აქ იყო მოსაზრება გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციის საფუძველი არ უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა. დისკრიმინაცია ყველა ფორმით არის შეზღუდული და აკრძალული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ვერავითარ შემთხვევაში ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქორწინების დეფინიციის დაზუსტება კონსტიტუციის დონეზე და ეს მნიშვნელოვანი ცვლილება არის შეტანილი კონსტიტუციის 30-ე მუხლის ახალ რედაქციაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)