|
2017-11-24 14:10:37, 1783 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ომბუდსმენის წინააღმდეგ დროში და სივრცეში დაკარგულ-აბნეული პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობდა
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის წინააღმდეგ დროში და სივრცეში დაკარგულ - აბნეული პოლიტიკური კამპანია წარმოებდა, რომელიც იმ პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა, რომლითაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას ვაფასებთ. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების კონცენტრაციის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა და პოლიტიკური პროცესი. მარგველაშვილი მიესალმება და დასაფასებლად მიიჩნევს მმართველი პარტიის პოზიციას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა ინიცირებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. "მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვთ შესასრულებელი. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსიროთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის და თანამდებობის შერჩევისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში იყოთ ძალიან გულწრფელები, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად, ნათელი გზავნილი მისცეთ როგორც მმართველი პარტიის ინიციატივას, ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას ვინ მიგაჩნიათ, რომ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშვთა, პოლიტიკურ ძალთა, მედიის უფლებებს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ტვირთია, რაც თქვენს წინაშეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანის დროს იყოთ რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიკური კონიუნქტურით მოცულები და რაც შეიძლება მეტად გულწრფელები იყოთ საკუთარ თავთან და ქართულ საზოგადოებასთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველობის პერიოდში გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა მას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)