2017-11-24 12:26:02, 1885 ნახვა
სამართალი
სასამართლო სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ,