2017-11-23 18:35:14, 2321 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.
"რაც ჩემთვის დღეს არის ცნობილი, იქიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ დაკავებულია სხვა მუხლზე. დღეს იქნება ბრალის წარდგენა, გავიგებთ რაში ედება ბრალი. დააკავეს იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით", - განაცხადა ადვოკატმა "იმედის" ეთერში.
რაც შეეხება დაკავებულის ვინაობას, ქარქაშაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვინაობა არ გაამხილა.
ავტორი: ,