|
2017-11-22 20:18:51, 1880 ნახვა
კომენტარი
პრემიერი სპეცოპერაციაზე: ვისაც არ ეზარება, ყველა ამ საქმის ექსპერტი გახდა, უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელიც სპეცოპერაციის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით კეთდება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის დაცვა იყო. „ყველაფერი გაკეთდა, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო. ეს შეძლეს ჩვენმა სამართალდამცველებმა. ჩვენ სხვა სტილი და ხელწერა გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების თაობაზე, წინასწარი ინფორმაცია არსებობდა. მან ყველას მოუწოდა, სპეკულაციები დაასრულონ: „დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები, წინასწარი ინფორმაცია არსებობდა. ეს არის წინასწარი მუშაობის შედეგი. ვისაც არ ეზარება, ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი. კარად იცოდნენ, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ. დავასრულოთ ეს სპეკულაციები“,-აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი: „მათ ეროვნებას, მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ დღეს სპეცრაზმმა სწორად იმოქმედა: „მოუწოდეს მათ, რომ ჩაბარებოდნენ პოლიციას, თუმცა სამართალდამცველებს სროლით უპასუხეს. სპეცრაზმმა ლეგიტიმურად და სწორად იმოქმედა“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)