07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 15:06:51, 2203 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაცია გრძელდება - გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის

გაბრიელს სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გრძელდება.

ადგილზე ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა იმ კორპუსზე მიიტანა შტურმი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული. ისინი სამართალდამცველების მიმართულებით პერიოდულად ცეცხლს ხსნიან და ფანჯრიდან ხელყუმბარებს აგდებენ.

ადგილზე სპეცრაზმის გარდა ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. სპეცოპერაციაში ჩართული არიან ასევე ჯავშანმანქანები.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics