|
2017-11-22 14:22:19, 1626 ნახვა
კომენტარი
სუბარი: გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, გზა და გზა ხდებოდა სასამართლო პროცესების გაყალბება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მედიას გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა. სუბარმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის ის პერიოდი გაიხსნა, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება: „მინდა, ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით. დავიკითხე ამ პროცესებზე, როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება. მოგეხსენებათ, ვიყავი სახალხო დამცველი იმ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ხდებოდა ჩემს თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით იმიტომ, რომ ვიყავი ჩართული იმ ყველაფრის მაშინვე გამოძიებაში, რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ხდებოდა პრაქტიკულად გზა და გზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს. როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში მაშინ, როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ამასთან დაკავშირებით წესები, როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრი მაშინ ჩემთანაც კი მოდიოდა და მეუბნებოდა ( სააკაშვილის მთავრობის წევრზე მაქვს საუბარი), როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს, ციხიდან როგორ უშვებდნენ პერიოდულად მათ ოჯახებში, თითქოს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორი იყო ამ ყველაფრის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)