05:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 18:11:42, 2102 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ სკოლების უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თბილისში ორგანიზებულ კონფერენციას - „უსაფრთხო სკოლას“ დაესწრო.

პროექტის მიზანია მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება. კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქციებს იძენს, რაც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იქნება ორიენტირებული.

საკანონმდებლო ცვლილებებით, მანდატურის კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, აუცილებელი გახდება, მანდატურს ჰქონდეს სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ასაკობრივად, მანდატური შეიძლება გახდეს არანაკლებ 21 წლის კანდიდატი.

მანდატურის მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც უნდა ითვალისწინებდეს.

სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის განცალკევების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი - მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება. განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში. იცვლება მანდატურთა დანიშვნის წესიც, მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად დანიშნავს და გაათავისუფლებს სსიპ - მანდატურის სამსახურის უფროსი.

საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდება უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.

სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. სკოლაში მანდატურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირებას მოახდენს მანდატური.

განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics