05:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 16:53:09, 1913 ნახვა

სამართალი
ზვიად გუბელაძე: სასჯელაღსრულების დაწესებულების დაკავებული თანამშრომლების ნაწილი დანაშაულს აღიარებს

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებისა და რუსთავის N6 დაწესებულების დაკავებულ  ხუთ ყოფილ თანამშრომელს ბრალი უკვე წარედგინა.

როგორც გუბელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განმარტა, ნაწილი  დანაშაულს უკვე აღიარებს და მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ:

„5-ვე დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება. ნაწილი აღნიშნული პირებისა უკვე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ისინი მზად არიან, გამოძიებას მიაწოდონ ინფორმაცია. უახლოეს დღეებში დაიკითხებიან  აღნიშნული პირები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics