|
2017-11-21 16:47:03, 1604 ნახვა
სამართალი
პროკურორის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების პატიმრები მორგში გარდაცვლილებთან ერთად იმყოფებოდნენ
პროკურორი ზვიად გუბელაძე გლდანის N8 დაწესებულებისა და რუსთავის N6 დაწესებულების პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დეტალურად საუბრობს. როგორც გუბელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების მსჯავრდებულებისა და პატიმრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისინი იმყოფებოდნენ მორგში გარდაცვლილებთან ერთად, შეზღუდული ჰქონდათ დასვენებისა და ძილის, სამედიცინო მომსახურების, მიმოწერის, გასეირნების უფლება და სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ. მისივე განმარტებით, #6 დაწესებულების პატიმრებს ართმევდნენ ჰიგიენურ საშუალებებს, მათ შორის თეთრეულს, კბილის ჯაგრისს, კბილის პასტას, ტანსაცმელს და სრულიად შიშველ მდგომარეობაში კარცერებში, სამარტოო საკნებში ათავსებდნენ. გუბელაძის თქმით, ამ ყველაფერის მთავარი მიზანი მსჯავრდებულების დაშინება და მათი უსიტყვო მორჩილებაში ყოლა იყო: „#8 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულების და პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისინი იმყოფებოდნენ მორგში გარდაცვლილებთან ერთად და ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რათა დაეშინებინათ მსჯავრდებულები, მორალურად გაენადგურებინათ ისინი და ჰყოლოდათ უსიტყვო მორჩილებაში. რაც შეეხება #6 დაწესებულებას, 2012 წლამდე პერიოდში აქაც სისტემური ხასიათი ჰქონდა მსჯავრდებულებისა და პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. კერძოდ, სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებს, მათ შორის თეთრეულს, კბილის ჯაგრისს, კბილის პასტას, ტანსაცმელს ჩამოართმევდნენ პატიმრებს და სრულიად შიშველ მდგომარეობაში ათავსებდნენ მათ კარცერებში, სამარტოო საკნებში“,-აღნიშნა ზვიად გუბელაძემ და დასძინა, რომ არაადამიანური მოპყრობა განურჩევლად ყველა მსჯავრდებულისა და პატიმრის მიმართ ხორციელდებოდა. „არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი დანაშაულისთვის იმყოფებოდა პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“,-განმარტა ზვიად გუბელაძემ. კითხვაზე-რატომ დასჭირდა ასეთი ხანგრძლივი დრო გამოძიებას, გუბელაძემ უპასუხა, რომ 2012 წლამდე 800-მდე მსჯავრდებული პირია დაკითხული და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ინტენსიურად მიმდინარეობს: „მას შემდეგ, რაც მოპოვებული იქნება მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც მოგვცემს საშუალებას, გამოვკვეთოთ, თუ ვინ ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. 72 პირია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი დაკავებული, მათ შორის 8 სასჯელაღსრულების დაწეებულების დირექტორი და 7 მოადგილე პასუხისგებაშია მიცემული. გასამართლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი დირექტორი დავით ჭაკუა და მისი მოადგილე გაგა მკურნალიძე. დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს განხილვა და დავით ჭაკუას პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებას ედავება პროკურატურა“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. პროკურატურა ამ მიმართულებით გამოძიებას აგრძელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)