02:49 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 16:26:23, 1701 ნახვა

საზოგადოება
N5 დაწესებულებას ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო №5 პენიტენციურ  დაწესებულებაში მუსიკალური თერაპიის კურსის დახურვა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით,  ღონისძიებას  მომღერალი ნინო ქათამაძე,  ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და  ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნინო ნახუცრიშვილი დაესწრნენ.

უწყების ცნობით, მუსიკაური თერაპიის პროექტი „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ქალთა ფონდმა საქართველომ“ განახორციელეს. 

დაწესებულებაში მყოფი ქალბატონებისთვის  ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მსჯავრდებულებულებმა კი,   მუსიკალურ ალბომში შესული რამდენიმე  სიმღერა წარადგინეს.

მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებით, დღეისათვის, წინა წლებთან შედარებით, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით  ჰუმანურია.

სტუმრებმა მსჯავრდებული  ქალბატონების ნამუშევრებიც დაათვალიერეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა.  ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა გაგრძელდება და შემოქმედების გაცვლის სახე ექნება.  საღამოზე დიდი სიყვარული სუფევდა და მადლობა ქალბატონებს, განსაკუთრებით მომღერლებს, რომელთაც მოკლე დროში ასეთ შედეგს მიაღწიეს,“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ წარმომადგენელმა მარიკა ნათაძემ აღნიშნა, რომ მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს  მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას. 

მისი თქმით,  მუსიკის მეშვეობით, ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ დადებითი ემოციები მიიღონ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით,  მსგავსი პროექტების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. 

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics