02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 11:04:59, 1408 ნახვა

საზოგადოება
ცაიშის N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებულ საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლიან და მთავრობის მომდევნო სხდომებზეც განიხილავენ.

„ყველა რაიონში იყო ფაქტები, სადაც მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, თაობები გაზარდეს და დღესაც იმის შიში აქვთ, ხვალ ვინმე არ მივიდეს და გამოასახლოს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცით დაპირება, რომ პირველივე დღიდან, როდესაც კი ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მოგვეცემოდა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტულად ეს საკითხი ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. 23 ოჯახი იქნება 1 353 კვადრატული მეტრის ფართით დაკმაყოფილებული. ეს სწორედ ის ოჯახებია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ მთავრობას ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მომავალში ასეთი ადამიანების გვერდში დგომას განვაგრძობთ, რაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ ყველაფერს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მსგავსი საკითხები მთავრობის მომდევნო სხდომებზეც იქნება გამოტანილი. მინდა პრემიერ-მინისტრს, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი იქნა დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით. მადლობა ასევე, მინდა გადავუხადო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარს, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთიანი ძალისხმევით, არსებული პრობლემების მოგვარებას აუცილებლად შევძლებთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა.

კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე განცხადება გააკეთა.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics