02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 11:00:08, 1519 ნახვა

საზოგადოება
პოლონეთის ქალაქებში ქართული ღვინო წარადგინეს

ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017"-ზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს ელჩის მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი", „ვაზიანი", „ვინაგორა",  „ბრუალე", „შატო ნეკრესი", „კახური ღვინის მარანი", „შილდა", „თბილღვინო", „თელავის ღვინის მარანი", „მეღვინეობა ხარება", „ყვარლის მარანი", „კორპორაცია ქართული ღვინო", „მათრობელა ვაინსი", „ჯიველი", „ბატონო", „გოზაური", KTW, „ბესინი",  „კახური" და „შუხმან ვაინს ჯორჯია". 

 „EnoExpo 2017"-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში ქართული კომპანია „გიუაანის" ღვინომ „მწვანე ქვევრი 2014" ოქროს მედალი დაიმსახურა. სულ კონკურსის ფარგლებში 5 ოქროს მედალი გაიცა და ერთ-ერთი სწორედ ქართულ ღვინოს ერგო. ამავე კომპანიის ღვინოებმა - „მწვანე ქვევრი 2016" და „ქისი ქვევრი 2016" ბრინჯაოს მედლები მიიღეს. კომპანიის „თელავის ღვინის მარანი" ღვინომ „სატრაპეზო 10 ქვევრი 2014" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში  ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera"-ს  ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა, ხოლო ქალაქ ზაკოპანეში ასევე სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ ''Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K." ქართული ღვინის დეგუსტაციები გამართა. ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით პოლონურმა რადიომ "ZET" ინტერვიუ ჩაწერა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან.

ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში გამართული ღონისძიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებაში და ზოგადად მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე.  „პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,15 მლნ  ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18% შეადგინა", - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics