00:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 10:56:51, 2457 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: მომხსენებლები დაინტერესდნენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლეტანს შეხვდა.

როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე მონიტორინგის კომიტეტის წევრები საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდნენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს საკონსტიტუციო რეფორმასთან და ახლად ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თუ რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ და ასევე იმ  ინიცირებულმა ცვლილებებმა, რომლებსაც დეკემბერში ეყრება კენჭი. ვენეციის კომისიაც ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს და შესაბამისად, ევროპელი სტუმრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრულად არიან ინფორმირებულები", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკური პარტიების და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეხვდებიან.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics