13:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 17:28:11, 6554 ნახვა

Lifestyle
ჰომოფობმა პოლიტიკოსმა, მას შემდეგ, რაც კაბინეტში გეი სექსის დროს შეუსწრეს, თანამდებობა დატოვა

ოჰაიოს შტატის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს უეს გუდმანს (Wes Goodman) თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც საკუთარ კაბინეტში მამაკაცთან სექსის დროს შეუსწრეს.

"ტრადიციული ოჯახის" და "ქრისტიანული ღირებულებების" მომხრე პოლიტიკოსი ლგბტ თემის კრიტიკითა და ერთსა და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების წინააღმდეგ გამოსვლებით იყო ცნობილი.

რა რეაქცია ჰქონდათ მის ამომრჩევლებს მას მერე, რაც გუდმანის შესახებ ცნობილი გახდა რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ნათელია: ის არც პირველი და არც ბოლო ჰომოფობი პოლიტიკოსია , რომელიც საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციას ასეთი ხერხით მალავს.

ემუქრება თუ არა პოლიტიკოსს პარტიიდან გარიცხვა უცნობია, მაგრამ თუ იმ ვითარებას გავითვალისწინებთ, რომ გუდმანს ცოლი ჰყავს, სავარაუდოდ მას პარტიიდან ღალატის გამო გარიცხავენ.

ოჰაიოს შტატის სპიკერის კლიფ როზენბერგერის (Cliff Rosenberger) თქმით, გუდმანი "სამსახურში არასათანადო ქცევის გამო თანამდებობას ტოვებს".

პოლიტიკოსის წინააღმდეგ არანაირი ბრალდებები არ არსებობს, რადგანაც "სექსი ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთშეთანხმების შემდეგ მოხდა" - წერენ ამერიკული ტაბლოიდები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics