|
2017-11-17 19:19:52, 2260 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი შალელაშვილზე: ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მმართველი გუნდის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის კრიტიკას ბრალდებით უპასუხა. როგორც წულუკიანმა „ქართული ოცნების“ წევრზე განაცხადა, ის საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა ხელფასს მაინც იღებს. "ეს არის 180 პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ და ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ „ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)