23:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 17:54:05, 1975 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო შემდეგი განხილვა თბილისის პარლამენტში გაიმართება

„განხილვა გაგრძელდება, ჩვენ გვექნება შემდეგი შეხვედრა თბილისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ამის შემდეგ შედგება კიდევ ერთი შეხვედრა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო  განხილვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ ქუთაისში დღეს გამართული განხილვის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედგა საინტერესო და აკადემიური დისკუსია.

„შედგა პირველი შეხვედრა საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატის ფარგლებში. გვქონდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, პროფესურასთან, სტუდენტებთან, ასევე, დასავლეთ საქართველოდან  გვყავდნენ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენ მათთან ერთად, მუხლობრივად განვიხილეთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც დამტკიცდა პარლამენტის მიერ, და ასევე, ცალკე შევეხეთ ახალ ინიციატივას, იმ ხუთ ცვლილებას, რომელიც უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში. იყო ძალიან საინტერესო განხილვა, ძალიან აკადემიური განხილვა და ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics