23:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 17:09:25, 2160 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ქართველ ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, კიევში, საკუთარი სახლიდან ქართველი ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტს უკრაინაში ყოფნის აკრედიტაცია და ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა. მისივე თქმით, შავშიშვილს ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, გამტაცებლები ჟურნალისტის ბინის გვერდზე რემონტს აკეთებდნენ და სპეცტანსაცმელში იყვნენ  გამოწყობილები.

მანვე დასძინა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი მის საქმიანობას აქტიურად აშუქებდა. სააკაშვილმა სხვა მსგავსი შემთხვევებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პირველად არ ხდება.

„ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მხდალი პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს რომ აქ ადამიანები უკრაინისთვის იბრძოდნენ. ის საკუთარ შვილებს არ გააგზავნის საბრძოლველად. მას არ ადარდებს სიტყვის თავისუფლება. მას აქვს ტელევიზია და იტაცებენ ჟურნალისტს, რომლის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ინფორმაცია აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტმა ამაში ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა და განმარტა, რომ ეს კრემლის და პოროშენკოს ერთობლივი სქემაა.

"მე არ მეშინია შენ პეტრო. თქვენ მე ვერ შემაშინებთ და მე ბრძოლას გავაგრძელებ. ახლა ვიმყოფები ჟულიანის აეროპორტში და შეგიძლიათ მოხვიდეთ, თქვენი არ მეშინია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტს კიევში 8 თვის ორსული ცოლი დარჩა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics