23:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 15:59:24, 1507 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ მხრივ, თავისუფალი ბაზარია, სადაც ყველა მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა, თანასწორი უფლებებით ისარგებლოს“, - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციაზე „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნული კონფერენცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. 

თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგში“, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის პირველად  გადავიდა მე-9 ადგილზე, ხოლო ფრეზერის ინსტიტუტის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მსოფლიოში მე-5-ეა.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, შეზღუდვა არ არის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. 

საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, კომპანია  „IOS Partners“ და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics