23:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 15:58:41, 1931 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: მჯერა, რომ ლარის კურსის მერყეობა ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე გავლენას არ იქონიებს

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედს იტოვებს, რომ ლარის კურსის მერყეობა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება და ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე გავლენას არ იქონიებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კურსის მერყეობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

"ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისთვის ყოველთვის იყო ის ნაწილი მედიკამენტების, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ უნდა მიიღოს პაციენტმა, ეს არის გეგმური ამბოლატორიული მედიკამენტები. ამ მხრივ 1-ელ ივლისს დავიწყეთ პროგრამა, რომლითაც იფარება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონეთათვის, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს მათთვისაც მგრძნობიარე საკითხია. მართლაც მჯერა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება კურსის მერყეობა და არ იქონიებს გავლენას ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე. თუკი ეს ასე მოხდა, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ ეს გადახრა დაბალანსდეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics