01:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 15:57:19, 1587 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება.

როგორც თბილისის მერმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, გზის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საკანალიზაციო სისტემა სრულად გამოიცვალა.

 „ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც გზის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მანამდე, აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ფაქტობრივად, სრულად არის შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო მილები, სანიაღვრე სისტემა და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. დარჩა მხოლოდ გზის საფარის დაგება და როგორც ახლა მივიღეთ პირობა, სამუშაოები 5 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც ამ მხრივ, პრობლემები კვლავ რჩება. „მომდევნო წლების განმავლობაში, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს პროექტები განხორციელდეს, კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ და ჩვენი დედაქალაქის ქუჩები კეთილმოწყობილი იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

ბეჟანიშვილის ქუჩაზე დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი დასრულდა, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტროტუარებიც მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია „ცეკური“ აწარმოებს, დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. დღესვე, დედაქალაქის მერი დიდ დიღომში, ამერიკული სოფლის მიმდებარედ, ზურგოვანას დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. ზურგოვანას დასახლების რეაბილიტაციის პროექტი სანიაღვრე ქსელისა და გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დასახლებაში ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა და გზის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოებს აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics