01:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 13:40:29, 1788 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

“ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან მორიგ აქცია მართავენ.

ისინი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.

ადგილზე ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დაზარალებულებს კარვების გაშლას უფლება არ მისცა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, მთავარი პროკურატურა საქმეზე  დროულ გამოძიებას არ  იწყებს.

“მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება. ჩვენ საჩივრებიც შეტანილი გვაქვს და ეს ფაქტიც კი საკმარისია იმისთვის, სამშაბათს რაც მოხდა, გუშინ რაც მოხდა, საკმარისია,  რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს თანამშრომლების მიმართ და დაიწყოს გამოძიება, რასაც არ ახორციელებს მთავარი პროკურატურა. ამიტომ ვიძახით, რომ შოთაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა და უნდა წავიდეს სახლში“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics