01:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 12:50:39, 1767 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში ეროვნული ნავიგაციის პროექტის საველე აღწერითი სამუშაოები დასრულდა

ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საველე ოპერატორებმა თბილისში საზოგადოებრივი მნიშვნელობის  გეოგრაფიული ობიექტები შესაბამისი ფოტომასალით აღწერეს.   41 ათასზე მეტ აღწერილ ობიექტს შორის არის განთავსებისა და კვების, ისტორიული, კულტურული,  სპორტული, რეკრეაციული, ტურისტული, სავაჭრო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, ბანკები, ბანკომატები, ბენზინ და გაზგასამართი სადგურები და სხვა.   სრულად იქნა აღწერილი გზათა ქსელი  და საგზაო ნიშნები.       

საველე წესით შეგროვებულ გეოგრაფიულ მონაცემებს, საჯარო რეესტრი, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაამუშავებს და  ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. პარალელურად, სააგენტო ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად მუშაობს, რომელშიც  შეგროვებული მონაცემები ჩაიტვირთება.  სანავიგაციო აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს.

საჯარო რეესტრი გეომონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც  მონაცემებს  თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და მონაცემების მსოფლიო სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული ნავიგაციის სისტემის შექმნისა და განვითარების  პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, გარდაბნის, რუსთავის, გორისა და მცხეთის, ასევე, შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა.  სულ აღწერილია: 794 კმ2  არეალი,   59958 ინტერესის ობიექტი, 37 308 საგზაო ნიშანი და 5678 კმ გზათა ქსელი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics