|
2017-11-17 10:30:14, 1624 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების გზებსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე. „დავგეგმეთ, რომ მომავალ წლებში ერთობლივი წვრთნების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს, განსაკუთრებით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობით. ამ მიმართულებით გვსურს კონკრეტული წინადადებები შევიმუშავოთ. მომავალი წლის დასაწყისიდან ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიურობის სფერო“, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. „ეს იყო მართლაც სამაგალითო შეხვედრები, სადაც ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა და აღიარება იმ პროგრესისა, რასაც ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესით,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმსს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)