|
2017-11-16 15:35:23, 1996 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ
პარლამეტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. მომხსენებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა. კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი. ცვლილებით კანონში მითითებული იქნება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას. ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებსაც ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს. საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მიცემა ნეგატიურ გავლენას მოახდენს სარეკლამო ბაზარზე. ,,მთავარი, რის გამოც ჩვენ წინააღმდეგი ვართ არის ის, რომ ახალი რეგულაციებით მოხდება სარეკლამო ბაზრის დარღვევა, დამახინჯება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელიც საკმაოდ დიდია. ეს დაფინანსება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე შეიძლება ავიდეს. მითუმეტეს მშპ-ს ზრდასთან ერთად, ეს კიდევ უფრო იზრდება და ამის ფონზე, როდესაც მას ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი კომერციული რეკლამა მოიზიდოს, ბუნებრივია დააზარალებს სხვა კერძო კომპანიებს“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)