|
2017-11-16 13:21:15, 1602 ნახვა
კომენტარი
კალაძე: პირობას გაძლევთ, 5 დეკემბრისთვის ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამუშაოები დასრულდება და საცობების პრობლემა მოგვარდება
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ქეთევან წამებულის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გააკეთა და გაჭიანურებული სამუშაოებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. "ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მინდა, გაჩვენოთ რა მასშტაბებზეა საუბარი - აქ მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სამწუხაროდ დიდი ხანია გრძელდება. ამას აქვს თავისი მიზეზი- დღის განმავლობაში არ გვაქვს უფლება, ვაწარმოოთ სამუშაოები უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მოძრაობის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, რის გამოც სამუშაოები ღამის საათებში ხორციელდება. მინდა, ბოდიში მოვუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, მძღოლებს, ვინც ავტომობილით გადაადგილდება. ხშირია შემთხვევები, როცა საცობები, სწორედ, ამ სამუშაოების გამო იქმნება. გაძლევთ პირობას, რომ 5 დეკემბრისთვის ეს სამუშაოები დასრულდება და პრობლემა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას საცობებთან და ხმაურთან დაკავშირებით, ძალიან მალე მოგვარდება. ეს კონკრეტული მილსადენი, სანიაღვრე სისტემა ათეული წლები გაძლებს და მოემსახურება ისნის რაიონს. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო აქ მცხოვრებ ადამიანებს, მძღოლებს. 5 დეკემბერს ეს ყველაფერი დასრულდება,”-ნათქვამია კახა კალაძის ვიდეომიმართვაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)