22:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 13:17:40, 1866 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: უაზროა წუხილი, რომ უწყებების გაერთიანებით შესაძლოა, რომელიმეს რაიმე დააკლდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, ამ ეტაპზე უჭირს საუბარი, თუ რა რაოდენობის ადმინისტრაციული ხარჯები შეიკვეცება და ვის შეეხება ოპტიმიზაცია.

მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანი, მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაა:

„მას შემდეგ, რაც ჩვენი უფლებამოსილებები იქნება პარლამენტის მიერ ცნობილი, დავიწყებთ რეორგანიზაციას, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ ვერც თანხების ოპტიმიზაციის შესახებ, ვერც იმის შესახებ, ვინ იქნება, ვინ დარჩება. მმართველობითი რეფორმა, რომელზეც გვქონდა აქცენტი, გულისხმობს მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას, ეს არის უმთავრესი ამოცანა, როდესაც საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე.

 გაერთიანებული მენეჯმენტის პირობებში იქნება ყველა იმ სტრუქტურის გაძლიერება, რომელიც მოქცეულია ამ ორ სამინისტროში. აბსოლუტურად უაზროა ის წუხილი, რომ ამ გაერთიანებით შესაძლოა რომელიმეს რამე დააკლდეს, პირიქით. ძლიერი სამინისტროს პირობებში, ის ფუნქციები, რომელიც ცალ-ცალკე ჰქონდა სამინისტროებს, უფრო ეფექტიანად შესრულდება", - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics