2017-11-13 13:56:16, 2024 ნახვა
კომენტარი
განათლების მინისტრობის კანდიდატი: ჯანსაღი ცხოვრების წესი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
ამასთან, ჩხენკელმა არ დააკონკრეტა, გაგრძელდება თუ არა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა.
“ზოგადად, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ეს არის სწორედ ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური და ფუნდამენტური მიდგომა და ამას განახორციელებს განათლების სამინისტრო“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ავტორი: ,