|
2017-11-12 15:17:50, 2048 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მტკიცებით, რიმა ბერაძე ოზურგეთში გადასატან ყუთს დაყვებოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ქათამაძის თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე ოზრურგეთში გადასატან ყუთს დაყვებოდა. მისივე თქმით, ეს არის საარჩენო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და მომხდართან დაკავშირებით საჭიროა დროული რეაგირება. „დამირეკა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც გადასატან ყუთს მიყვებოდა უბანზე და მითხრა, რომ ქალბატონი რომა ბერაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატი მათ ხელს უშლიდა. დავინტერესდი სიტუაციით და მივადექი იმ უბანს სადაც ქალბატონი რიმა იმყოფებოდა და ის აგიტაციას უტარებდა ხალხს თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს „ქართულმა ოცნებამ“,-განუცხადა „რუსთავი-2-ს ქათამაძემ. რაც შეეხება რიმა ბერაძეს, დეპუტატი ამბობს, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა. "სოფელ ნასაკირალში ნამდვილად ვიყავი, მაგრამ გადასატან ყუთთან შეხება არ მქონია“,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)