|
2017-11-12 12:41:07, 1807 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი: დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზი და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ერთი შემთხვევა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნა და ამომრჩევლის მიღება დროულად მოხდა, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხაშურის 29-ე უბანზე 30-ის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ შეკვრაში 49 ბიულეტენი იყო. „დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზები. მაგალითად, ბორჯომის 25-ე უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრებმა უბნიდან გაიტანეს 16 საარჩევნო ბიულეტენი და 14 კონვერტი. მათ შემდეგ ახსნა განმარტება გააკეთეს, რომ სამი კონვერტი ჩაუვარდათ გადასატან ყუთში. თუმცა ეს ქმნის პრობლემას და ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მთლიანად გაბათილდეს შესაბამისი გადასატანი ყუთის შედეგები. ბორჯომის მე-12 უბანზე გადასატანი ყუთი დილის 10 საათზე დააბრუნეს უაბნზე და ოდნავ მოგვიანებით ამომრჩეველმა გამოთქვა პრეტენზია, რომ ის იყო გადასატანი ყუთის სიაში და ვერ შეძლო ხმის მიცემა. ოზურგეთის 42-ე უბანზე საკონტროლოდ არ მიუთითეს პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. ხაშურის ნომერ პირველ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ნაცვლად ძირითადი ყუთისა გადასატან ყუთში ჩააგდო კონვერტი. ხაშურის 29-ე უბანზე 30 ნაცვლად აღმოჩნდა, რომ 49 ბიულეტენი იყო შეკვრაში. ოზურგეთის 27-ე უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. კერძოდ, ამომრჩეველმა საკუთარი ნებით აჩვენა პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მის მიერ გაკეთებული არჩევანი“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)