|
2017-11-10 18:44:13, 2164 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის პოზიტიურად შეფასებას ულოცავს. პრემიერის თქმით, 2017 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროგრესი და ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. „პირველ რიგში, ხაზგასასმელია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურად შეაფასა ვენეციის კომისიამ. ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო კი, როგორც პლურალისტური და დინამიკური. ამასთან, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები; საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება; ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები; ტურიზმის სფეროში მიღწეული შედეგები და საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია ის, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს, რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის შესრულებას, რაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის დახმარების 2017-2020 წლების ერთიან ჩარჩო-პროგრამასთან. ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ნიშანდობლივია, რომ ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტს, რომელზეც დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული შედეგები ასევე პოზიტიურად შეფასდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერის როლი ძალიან დიდია ამ პროგრესში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი საერთო წარმატებაა“,-აცხადებს საქართველოს მთავრობის მეთაური.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)