10:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:28:33, 1906 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი შეიხი ნაჰაიანი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“  ერთ-ერთი სპიკერიარაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მეორედ მიიღებს. ის 2017 წლის ოქტომბრიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლადარჩეულ მინისტრთა კაბინეტში, ტოლერანტობის მინისტრის პოზიციას იკავებს.მას საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს,მათ შორის სასტუმრო „ბილტმორსა“ და „ტერაბანკს.“

ნაჰაიანი ფედერალურ მთავრობას 1992 წელს შეუერთდა და იკავებდა უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის, განათლების მინისტრისა და კულტურისა და განათლების განვითარების მინისტრის თანამდებობებს.

1983-2013 წლებში შეიხინაჰაიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის კანცლერი იყო,  1988 – 2013 წლებში ტექნოლოგიების უმაღლესი კოლეჯების კანცლერი, ხოლო 1998 – 2013 წლებშიზაიადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

შეიხმა განათლება  დიდ ბრიტანეთში მიიღო, დაამთავრა მილფილდის სკოლა და ოქსფორდის უნივერისტეტის მაგდალენის კოლეჯი.

შეიხი ნაჰაიანი აქტიურად ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს მრავალ ჯგუფს, კლუბსა და ასოციაციას. ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/189-his-excellency-sheikh-nahayan-mabarak-al-nahayan

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics