|
2017-11-10 17:04:49, 1926 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ საკონსტიტუციო რეფორმას მაღალი შეფასება მისცა
„განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს. „მოხარული ვართ, რომ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირმა, სხვადასხვა მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებაზეა აქ ყურადღება გამახვილებული, აღნიშნულია ის წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ დადებითად შეფასდა ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა იმას, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და ეს მაღალი შეფასება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი შევქმენით, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიის ნებისმიერ საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)