|
2017-11-10 15:30:16, 3310 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია: საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება. „ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევაა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც 2017 წლის 28 მარტიდან, ამოქმედდა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა", - აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში. დოკუმენტში საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ქართული საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ „მდგრადი რეფორმების ძალისხმევითა და ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების ამბიციით, საქართველომ გაიმყარა მისი, როგორც უმთავრესი და სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია რეგიონში. ასოცირების შეთანხმებით განმტკიცებული საქართველოს სწრაფვა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, კვლავ სარგებლობს ქართული საზოგადოების ფართო მხარდაჭერით. 2016 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის ორიენტაცია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ", - ნათქვამია ანგარიშში . დოკუმენტში ცალსახად ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ანგარიშის შესაბამისად, უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)