21:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 19:20:03, 2099 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოების არ მოხვედრის გამო გაკვირვება გამოთქვა.

როგორც პრემიერმა განმარტა, შევარდნაძის ფოტოები გამოფენაზე უნდა მოხვედრილიყო, რადგან მისი როლი აღნიშნული მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში მნიშვნელოვანია. 

"მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics