|
2017-11-09 17:51:25, 2177 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ორგანიზებით გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგების შეჯამება, არსებული ვითარების მიმოხილვა და გაანალიზება, ამ მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოწვევების განხილვა სამთავრობო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს შორის. ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციის პრევენციის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის გზები. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)