14:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 16:59:52, 1939 ნახვა

კომენტარი
ბურჯანაძე: ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის

„ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის“,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ   "Deutsche Welle"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთისთვის ბევრი რამ გააკეთა:

„ ეჭვი არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან მას ხალხი ნამდვილად უჭერს მხარს. რა არჩევნებიც არ უნდა გაიმართოს, დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერენ, ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთისათვის კარგი იქნება, თუ პუტინი არჩევნებს მოიგებს, რადგან ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, ფეხზე დააყენა, შეხედეთ, როგორი იყო რუსეთი 10-15 წლის წინ და როგორია დღეს. გულახდილად გეტყვით, ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინია რუსეთისთვის. ქართველ ხალხს სჭირდება ეფექტური პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ნორმალურად გაუძღვება და დაიცავს მის ინტერესებს. არ ვამბობ, რომ პუტინი იდეალური ადამიანია, ან იდეალური პრეზიდენტი, ასეთები არ არსებობენ, ვამბობ იმას, რომ გვჭირდება ეფექტური პრეზიდენტი“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics