|
2017-11-09 16:10:50, 955 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები გრძელდება
რეგიონში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ამჯერად, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებათ. რეგიონში მოქმედი გამოცდილი პრაქტიკოსი ტრენერები კოლეგებს სტუმრის მომსახურებისა და მაღალი სერვისის შეთავაზების საერთაშორისო სტანდარტებს აცნობენ. წელს, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. დამატებითი ინფორმაცია: მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. 60-მა დამწყებმა და მოქმედმა გიდმა კი ინტენსიური ტრენინგები 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარეს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკურსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა. ჯამში, ბოლო 5 წელში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 1 637 ტურიზმის დარგში დასაქმებული ადამიანი გადამზადდა. (NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)