21:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 12:59:47, 1897 ნახვა

ეკონომიკა
G&T Trader-ის საშუალებით შესაძლებელი ხდება ბიტკოინთან ერთად ეთერეუმის ფასზე მიბმული საინვესტიციო ინსტრუმენტებით ინვესტირებაც

„გალტ & თაგარტი“ ქართველ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ინვესტირება, ეთერეუმის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში, „გალტ ენდ თაგარტმა“, G&T Trader-ის პლატფორმის საშუალებით, თავის  მომხმარებელს მისცა უნიკალური შესაძლებლობა განეხორციელებინათ ინვესტირება ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში. დღეიდან, გალტ ენდ თაგარტი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს უკვე ეთერეუმის ფასზე დაშენებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებს. მომხმარებლის მხრიდან, კრიპტოვალუტების მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გალტ & თაგარტმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა კიდევ ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Ethereum Tracker One და Ethereum Tracker EUR, რომლებიც წარმოადგენენ ეთერეუმის ფასზე  დაშენებულ საინვესტიციო ინსტუმენტებს. შესაბამისად, მათი ფასები დაყვებიან და ასახავენ ეთერეუმის ფასის ცვალებადობას ამერიკულ დოლართან მიმართებით. აღნიშნული საინვესტიციო ინსტუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ინვესტირება განახორციელოდ მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერეუმის, ფასის დინამიკაში და გახსნას შესაბამისი პოზიციები.

Ethereum Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Ethereum Tracker EUR - ევროში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერია XBT Provider AB და ივაჭრება Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე. მომხმარებელს, GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად,  საძიებო ველში უნდა აკრიფოს სიტყვა „Ethereum”. ინსტრუმენტების ფასების სანახავად კი საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგნაირად: Account > Subscriptions > Stock Exchanges > Nasdaq OMX .

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics