01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 11:32:46, 1823 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე გრიგალავა: ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ალექსანდრე გრიგალავა ამჯერად, საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სანაჭყებიოს უბანსა და სოფელ ნაჯახაოში, ახალი სკოლები აშენდება.

„ჩვენ ვზრუნავთ, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს. განათლების სამინისტრომ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული  სამუშაოები განახორციელა. მომავალი წლიდან კი, ვიწყებთ ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ღირსეული სასწავლო გარემო ჰქონდეთ. ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მადლობა, რომ ამდენი სასახელო ადამიანი გაუზარდეთ და უზრდით ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. აღინიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება იქნება. ასევე, სრულად განახლდება მარტვილის ცენტრი, სადაც ტურისტული ობიექტები განთავსდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics