|
2017-11-08 20:08:10, 1876 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: თავისუფლების დაცვისთვის რეალურად არის სისხლი დასაღვრელი და ვღვრით ამ სისხლს
„ვიცით, რომ თავისუფლების დაცვისთვის არის სისხლი დასაღვრელი და ორივე ვღვრით ამ სისხლს“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ ლანჩზე განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერების სადღეგრძელო შესვეს. "ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ პოლონეთში ჩვენ ვისმენთ გეგმებს და ხედვებს და არ ვისმენთ მიზეზებს, თუ რატომ არ გაკეთდა რაღაც. ჩვენ ვხედავთ ერს და მის ლიდერს, რომელიც იყურება მომავალში. ჩვენ ვხედავთ ერს და ლიდერს, რომელიც ხედავს არა მარტო თავისი ქვეყნის არამედ რეგიონის მომავალს. ეს თანამედროვე რეალობაში ერთადერთი ადეკვატური ხედვაა, იმიტომ რომ გლობალურ სამყაროში ერთი ერის განვითარება წარმოუდგენელია თუ მეორეც არ განვითარდა. მე მინდა გითხრათ, რომ ის თუ რანაირად ხედავთ თქვენ ევროპის მომავალს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ქართველებისთვის. ის სრულიად პასუხობს ჩემი ერის იმ ისტორიულ მისწრაფებას იყოს ევროპული ოჯახის წევრი და სრულიად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ევროპის წინაშე დგას. თქვენ საუბრობდით ქართველების და პოლონელების მსგავსების შესახებ და თქვენ გაიხსენეთ ლეხ კაჩინსკი. ალბათ ყველაზე დიდი შეჯამება სწორედ იმ ტრაგიკულ დღეებში იყო, როდესაც საქართველოს თავს დაესხა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო, და საქართველოს გვერდით დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ მომენტებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ის დღეები შეეძლოთ გაეტარებინათ თავიანთ სამშობლოში და არა დაბომბილ თბილისში, რომელთაც ადამიანური ვალდებულების გარდა არანაირი სხვა ვალდებულება არ უბიძგებდათ აი ამ თამამი ნაბიჯებისკენ. ასე რომ ჩვენ დაგვაკავშირა არა მხოლოდ ჩვენმა სტრატეგიულმა მიზნებმა, არამედ იმ ტკივილმა, რომელიც ჩვენმა თაობამ განიცადა სულ რამდენიმე წლის წინაც, და იმ მეგობრობამ, რომელიც დავინახეთ. ჩვენ ვგავართ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება. ჩვენ იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს, რომ ამ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად ვიცით, რომ არის სისხლი დასაღვრელი და ორივე ვღვრით ამ სისხლს და მე ბედნიერი ვარ, რომ მთელი ამ ემოციის ხორცშესხმა, პოლიტიკაში ქცევა, ამ ემოციის პოლიტიკაში გადათარგმნა ჩემი და თქვენი მეგობრობის ფონზე ხორციელდება",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)