|
2017-11-08 17:30:10, 1758 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ადგილობრივი ამომრჩევლისა და პარტიის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა. „მინდა, ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. ჩვენს ქვეყანაში, პრობლემები კვლავ რჩება, რომელიც ეტაპობრივ გადაწყვეტას საჭიროებს, თუმცა ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ და ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად შევძლებთ, რომ მარტვილი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკურიფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37პუნქტით გაუმჯობესდა, რაც მდინარაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში - უსაფრთხო, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში. საქართველოშითითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროსყოფილა დაცული, როგორც ახლაა. ამას ეს ახალი კვლევაც მოწმობს“, - აღნიშნა მდინარაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)