|
2017-11-08 13:44:38, 953 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება
ბათუმში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, იუბილის აღნიშვნა დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაიწყო, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქართველთა განმანათლებლის ძეგლი ყვავილებით შეამკო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. „არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი ჩვენს რეგიონშიც“,-აღნიშნა მან. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ილია ჭავჭავაძის როლს თანამედროვეობასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში. მისივე თქმით, ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ის ღირებულებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის აღმშენებლობით საქმეში. ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. როგორც ცნობილია, აჭარაში პირველი საჯარო სკოლის გახსნა სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ. (NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)