|
2017-11-08 13:04:25, 1911 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: სიცრუეა, რომ ზოგიერთი კლინიკა განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ზოგიერთი კლინიკა განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს, ზოგიერთი კი - დაბალს, რეალობას არ შეესაბამება. სერგეენკოს განმარტებით, ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურებაში შესაძლოა, სხვადასხვა კლინიკას განსხვავებული ფასი ჰქონდეს, თუმცა სახელმწიფო ხარჯებს მათი ფასის მიხედვით არ ანაზღაურებს. სერგეენკოს თქმით, დაფინანსების მეთოდი უფრო დაიხვეწება. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო მომსახურების ფასებს აქამდეც აწესებდა და მომავალშიც დააწესებს: "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდანვე, სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა ეს ფასები. ის მოარული ხმები, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში, არ ვიცი რატომ, რომ ზოგიერთი კლინიკა განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს, რეალობას არ შეესაბამება. ერთი და იგივე სამედიცინო მომსახურებაში შეიძლება სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა ფასი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ამ ფასით არასდროს გაგვიწევია ანაზღაურება. რომ წარმოიდგინოთ, ერთი და იგივე ქირურგიულ მომსახურებაზე, ვთქვათ, ერთი კლინიკა ითხოვს 10 000 ლარს და მეორე 1 000-ს, არის საერთაშორისოდ მიღებული ანაზღაურების მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ანაზღაურებას ვახდენთ ამ არეალში. პლუს ამას ემატება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, რეალურად გაწეული ხარჯების შესახებ და ამ ორი ინსტრუმენტით ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის აწესებდა და დააწესებს ფასებს. ეს განფასების სისტემები ჩვენ შემთხვევაში, რამე ორიგინალური არ მოგვიგონია. ვიყენებთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო. ცვლილებები, რაც განხორციელდება, მიმართული იქნება იმისკენ, რომ უფრო დაიხვეწოს, უფრო შედეგზე ორიენტირებული, ხარჯეფექტური იყოს, თორემ აქამდე არ აწესებდა და აწი დაიწყებს დაწესებას, გარწმუნებთ, რომ ეს არის არ ვიცი საიდან მოტანილი საკითხი", - განაცხადა სერგეენკომ.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)